IM Motors
English

05/14/2026

ახალი ავტომომობილები IM Motors Georgia-სგან

IM Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილი ახალი ავტომობილები  სპეციალურად ადგილობრივი გზებისა და კლიმატური პირობების მიხედვით არის შერჩეული. ამრიგად, ზოგად ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, გათვალისწინებულია ის პრაქტიკული საკითხებიც, რომლებიც ყოველდღიურ გადაადგილებაზე პოტენციურად გავლენას მოახდენს. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ჩინურმა მწარმოებლებმა მსოფლიო ავტოინდუსტრია შეცვალეს და IM Motors-იც ამის ნათელი მაგალითია. კომპანია ფოკუსირებულია ტექნოლოგიურ განვითარებასა და ხარისხზე, რითიც, ერთი მხრივ, ღირსეულ კონკურენციას უწევს სხვა მწარმოებლებს, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს უსაფრთხო ავტომობილებს სთავაზობს. 

რომელ მოდელებს გთავაზობთ IM Motors Georgia?

თითოეული განსხვავებულ მოთხოვნაზეა გათვლილი: ერთი დინამიკური მართვისთვის, მეორე ოჯახური მგზავრობისთვის, მესამე კი ორივე მიმართულებას აერთიანებს.

IM5

IM5 პრემიუმ კლასის სედანია მათთვის, ვისაც დინამიკური მართვა და სისწრაფე იზიდავს. მისი დაბალი, სულ რაღაც 1474 მმ სიმაღლის კორპუსი ავტომობილს გამორჩეულ სპორტულ იერს სძენს. 

ავტომობილი სამი განსხვავებული კომპლექტაციით არის ხელმისაწვდომი:

75 კვტ/სთ მოცულობის ბატარეითა და უკანა წამყვანი თვლებით ის 490 კმ-ს გადის;

100 კვტ/სთ ვარიანტით ერთი დამუხტვა 710 კმ-მდე მანძილისთვის არის საკმარისი;

ყველაზე მძლავრი მოდელი 100 კვტ/სთ ბატარეითა და ოთხი წამყვანი თვლით 575 კმ-ს ფარავს;

ავტომობილს სალონის კარგი იზოლაცია აქვს, რაც გარედან შემომავალ უსიანოვნო ხმაურს აღშობს. მოდელი აღჭურვილია Continental-ის ეფექტური სამუხრუჭე სისტემითა და  PIRELLI-ის საბურავებით, რომლებიც გზას მოსახვევებშიც კი მყარად ეჭიდება. შედეგად, მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას მძღოლი ავტომობილს სრულად აკონტროლებს და თავს დაცულად გრძნობს.

IM LS7

მათთვის, ვისაც დიდი ოჯახი ჰყავს და ტევად ავტომობილს ეძებს, IM LS7 ელექტრო ჯიპი საუკეთესო არჩევანია. მისი კორპუსის სიგრძე 5049 მმ-ს, ხოლო სიგანე 2002 მმ-ს აღწევს. ღერძებს შორის არსებული 3060 მმ-იანი დაშორება სალონში იმხელა სივრცეს ტოვებს, რომ ხუთივე მგზავრი გრძელ გზაზეც კი კომფორტულად მოკალათდება. 

ავტომობილი ორი განსხვავებული კომპლექტაციით არის წარმოდგენილი:

Luxe ვერსია 100 კვტ/სთ ბატარეით ერთი დამუხტვით 625 კმ-ს ფარავს.

Elite ვარიანტი 90 კვტ/სთ ბატარეით 550 კმ-მდე მანძილს გადის.

ორივე მოდელს 425 კვტ სიმძლავრე და ოთხი წამყვანი თვალი აქვს, რაც ავტომობილს რთულ საგზაო თუ მეტეოროლოგიურ პირობებში სტაბილურობას მატებს. 100 კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად მას სულ რაღაც 4.5 წამი სჭირდება, რაც ასეთი ზომის მანქანისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. 

ავტომობილს ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები აქვს, რომლებიც მგზავრის სხეულზე დატვირთვას თანაბრად ანაწილებს და დაღლილობას ხსნის. პნევმატური დაკიდების სისტემა გზის უსწორმასწორობას ისე აქრობს, რომ სალონში რყევები საერთოდ არ იგრძნობა.

IM6

IM6 SUV ტიპის ავტომობილია, თუმცა მართვის სტილით სპორტულ მოდელებს ჰგავს. მისი სალონი იმდენად ფართოა, რომ ხუთივე მგზავრი შიგნით თავისუფლად თავსდება და გრძელი გზა მათთვის დამღლელი არ არის.

ავტომობილი ბატარეის სამი განსხვავებული კომპლექტაციით არის ხელმისაწვდომი:

საბაზისო მოდელი 75 კვტ/სთ ტევადობითა და უკანა ამძრავით 450 კმ-ს ფარავს;

100 კვტ/სთ ენერგოუნარიანობის მქონე უკანაამძრავიანი ვერსიის ერთი სრული დამუხტვა 555 კმ-ის გასავლელად საკმარისია;

ყველაზე მძლავრი, სრულამძრავიანი ვარიანტი 505 კმ-მდე მანძილს გადის.

ავტომობილს Continental-ის სამუხრუჭე სისტემა აქვს, რომელიც დამუხრუჭების მანძილს საგრძნობლად ამცირებს. მასთან ერთად PIRELLI-ის საბურავები გზასთან მყარ მოჭიდებას რთულ მოსახვევებშიც კი ინარჩუნებს.

ახალი ავტომობილები: მათი გამძლეობა და უსაფრთხოება

ავტომობილის საიმედოობა მასში ინტეგრირებული კომპონენტების ხარისხზეა დამოკიდებული. IM Motors-ის მოდელებში გვხვდება ნაწილები ისეთი ევროპელი მწარმოებლებისგან, როგორებიცაა: Brembo, Continental, Bosch და BILSTEIN. ეს ჩამონათვალი ნამდვილად ადასტურებს, რომ ბრენდის ნებისმიერი ახალი ავტომობილი ტექნიკურად გამართული და გრძელვადიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს eTAC სისტემა, რომელიც მანქანის უსაფრთხოებას ზრდის. ის სტანდარტულ სისტემებზე სამჯერ უფრო სწრაფად რეაგირებს და ძრავის სიმძლავრეს ავტომატურად არეგულირებს. აქ იგულისხმება, რომ სველ ასფალტზე მკვეთრი მანევრის დროსაც კი მანქანა სტაბილურობას შეინარჩუნებს და გზის საფარზე მოჭიდებას არ დაკარგავს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია V2L ფუნქცია. ამ თანამედროვე სისტემის წყალობით ავტომობილში არსებული ენერგიით სხვა მოწყობილობების, მობილური ტელეფონების, ფოტოაპარატის ან წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამუხტვაა შესაძლებელი.

ინტერიერი და დამხმარე ფუნქციები

ავტომობილების სალონი მაქსიმალურად ითვალისწინებს მძღოლისა და მგზავრების კომფორტს. ამრიგად, ევროპელი დიზაინერების კონცეფციის თანახმად, ახალი ავტომობილები აღჭურვილია დიდი სენსორული ეკრანებით, რომლებიც მარტივად აღსაქმელი ფორმით გადმოსცემს ინფორმაციას. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სავარძლების ერგონომიულ მხარეზე და ხანგრძლივი მგზავრობების დროს დაღლილობის შესამცირებლად, გამოყენებულია ე.წ. Zero-gravity სავარძლები, რომლებიც 121 გრადუსით იხრება და სხეულიდან დაძაბულობას ხსნის. 

საქართველოს კლიმატისთვის სეზონურად დამახასიათებელია წვიმა და ნისლი, ამიტომ ასეთ საგზაო პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ხილვადობა. ამის უზრუნველსაყოფად IM Motors-ის ახალი ავტომობილები აღჭურვილია Rainy Night Mode ფუნქციით. სისტემა რადარებისა და კამერების დახმარებით მონაცემებს აგროვებს და მათ ანალიზს ეკრანზე გამოსახავს, რაც მძღოლს ეხმარება, ცუდი ხილვადობის პირობებშიც სრულად გააკონტროლოს გზა.

რატომ უნდა შეიძინოთ ახალი ავტომობილი ოფიციალური წარმომადგენლისგან?

IM Motors Georgia საქართველოში ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართულია, მისი ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და სანდოა გადასაადგილებლად. ამასთან ერთად, თითოეულ ელექტრომობილზე მოქმედებს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია: ელემენტსა და ძრავებზე ის 6 წელს ან 190,000 კმ გარბენს შეადგენს, ხოლო სხვა ძირითად აგრეგატებზე – 4 წელს ან 130,000 კმ-ს. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრომობილის ტექნიკური სერვისი, შიდაწვის ძრავიანი მოდელებისგან განსხვავებით, სპეციფიკურ ცოდნასა და მიდგომას მოითხოვს. ჩვენი ავტო ცენტრი პროფესიონალ ტექნიკოსთა გუნდით არის დაკომპლექტებული. თითოეული მათგანი გადამზადებას გადის მწარმოებელ ქარხნებში და მუდმივად ინფორმირებულია როგორც ტექნიკური ნიუანსების, ისე სისტემური განახლებების შესახებ. 

თუ დიდი ხანია ელექტრომობილის შეძენას გეგმავთ, მაგრამ კვლავ გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდეთ, გვესტუმრეთ შოურუმში, აკაკი ბელიაშვილის 131-ში, დაათვალიერეთ მოდელები და დაჯავშნეთ ტესტ დრაივი. მხოლოდ ასე შეძლებთ ზუსტად განსაზღვროთ, რომელი მოდელი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

Related News

See All