IM Motors
Русский

05/10/2026

ელექტრო მანქანები: ეკოლოგიური არჩევანი და კომფორტი თქვენი ოჯახისთვის

IM Motors Georgia  ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და გთავაზობთ პრემიუმ კლასის ელექტრო მანქანებს, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო ეკონომიურს, ეკოლოგიურსა და მშვიდს გახდის.

ნამდვილად არ აყენებს ზიანს ელექტრო ავტომობილები გარემოს?

თეთრი ჩინური ელეტრო მანქანა immotors

ელექტრო მანქანები მავნე გამონაბოლქვს საერთოდ არ გამოყოფს, რაც დადებით გავლენას ახდენს ჰაერზე და მის ხარისხს აუმჯობესებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკოლოგიურობის საკითხი მხოლოდ გამონაბოლქვით არ შემოიფარგლება, მნიშვნელოვანია ისიც, თუ საიდან მიიღება ელემენტის დასამუხტად საჭირო ელექტროენერგია.

საქართველოს შემთხვევაში გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი, 75%-ზე მეტი, ჰიდროსადგურებზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის დასამუხტად საჭირო რესურსი განახლებადი წყაროებიდან მიიღება. შესაბამისად, საქართველოში ელექტრომობილის ექსპლუატაცია, ფაქტობრივად, „მწვანე ენერგიით“ ხდება, რაც გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა.

ელექტრო მანქანები: რატომ ირჩევენ მას?

ელექტრომობილების შექმნის მთავარი მიზანი გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირება იყო. სწორედ ეს ითვლება მათ მთავარ უპირატესობად. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ფონზე, გამონაბოლქვის არარსებობა გადამწყვეტი არგუმენტია მათთვის, ვისაც ჰაერის დაბინძურების საკითხი აღელვებს.  

ელექტრომობილის ფლობა და ექსპლუატაცია, შიდა წვის ძრავიან მოდელებთან შედარებით, ფინანსურად გაცილებით მომგებიანია. ელექტროენერგიის ხარჯი საწვავისაზე მკვეთრად დაბალია, თუმცა ძირითადი ეკონომია ტექნიკურ მომსახურებასთან არის დაკავშირებული. ელექტროძრავას არ სჭირდება ზეთის, ფილტრებისა თუ სხვა ცვეთადი ნაწილების რეგულარულად შეცვლა. ამასთან ერთად, ელექტრომობილებს ნაკლები მოძრავი დეტალი აქვს, რაც ამცირებს კომპონენტების დაზიანების რისკს, ხელო გენერაციული დამუხრუჭების სისტემის წყალობით, ხუნდები მალე არ ცვდება. ამის გამო, ტექნიკურ რესურსზე გასაწევი ხარჯი მკვეთრად მცირდება და ეს ელექტრო მანქანების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად მიიჩნევა. 

კიდევ  ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კომფორტია. ძრავა უხმაუროდ მუშაობს და ავტომობილი თითქმის არასოდეს ვიბრირებს, ელექტროძრავა კი მყისიერად რეაგირებს ბრძანებებზე და მანევრირებას ამარტივებს.

ახალი ელექტრო ავტომობილი immotors

რომელ მოდელებს გთავაზობთ IM Motors Georgia?

IM Motors-ის ელექტრო მანქანები სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული. არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გსურთ – სპორტული სტილი, ოჯახისთვის კომფორტული ავტომობილი, თუ ამ ორის კომბინაცია.

სისწრაფისა და მანევრირების მოყვარულთათვის IM5 უნდა იყოს საინტერესო. ეს პრემიუმ სედანია, რომელსაც დაბალი კორპუსი (1474 მმ) აქვს და ამის გამო სპორტულ ხასიათს ატარებს. მოდელი ელემენტის სამი სხვადასხვა მოცულობითაა ხელმისაწვდომი. მოდელი ბატარეის სამი სხვადასხვა მოცულობითაა ხელმისაწვდომი: 75 კვტ/სთ ვერსია 490 კილომეტრს ფარავს, 100 კვტ/სთ უკანამძრავიანი ვარიანტი – 710 კილომეტრს, ხოლო სრულამძრავიანი მოდელი ერთი დამუხტვით 575 კილომეტრს გადის.  მოდელში ინტეგრირებულია Continental-ის სამუხრუჭე სისტემა და ის აღჭურვილია PIRELLI-ის საბურავებით. ეს კი მძღოლს ეხმარება, მაღალ სიჩქარეზეც კი ავტომობილი სრულად აკონტროლოს.

თუ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სალონში დიდი სივრცე და ტევადობაა, მაშინ უმჯობესია არჩევანი ელექტრო ჯიპზე - IM LS7-ზე გაკეთდეს. Luxe ვერსია 625 კილომეტრს ფარავს, Elite კი – 550 კილომეტრს. ორივე მათგანს ოთხი წამყვანი თვალი აქვს, რაც ნებისმიერ ამინდში გზაზე სტაბილურობას ინარჩუნებს. მგზავრების კომფორტზე პნევმატური დაკიდება და ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები ზრუნავს, რომლებიც სალონში ვიბრაციას ამცირებს და მგზავრების სხეულზე დატვირთვას თანაბრად ანაწილებს. 

IM6 კი SUV ტიპის ავტომობილია, რომელიც მანევრირებით სედანს მოგაგონებთ. მისი გარბენი, ამ შემთხვევაშიც კომპლექტაციაზეა დამოკიდებული: საბაზისო მოდელი 450 კილომეტრს გადის, 100 კვტ/სთ უკანამძრავიანი ვერსია – 625-ს, ხოლო სრულამძრავიანი ვარიანტი 545 კილომეტრს ფარავს. უსაფრთხოებასა და მანევრირებას კი მაღალი ხარისხის სამუხრუჭე სისტემა და სპეციალური საბურავები უზრუნველყოფს.

ელექტრო ავტომობილი თეთრი ფერის ჯიპი immotors

რატომ უნდა შეიძინოთ ავტომობილი ოფიციალური წარმომადგენლისგან?

IM Motors Georgia-ში ავტომობილის შეძენა ნიშნავს, რომ თქვენს არჩევანს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია იცავს: ელემენტსა და ძრავებზე ის 6 წელს ან 190,000 კმ გარბენს შეადგენს, ხოლო სხვა ძირითად აგრეგატებზე – 4 წელს ან 130,000 კმ-ს. ეს ფაქტორი გამორიცხავს გაუთვალისწინებელ რისკებს და ადასტურებს, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართულია. თქვენ მიიღებთ ხარისხს, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ამასთან, ელექტრომობილის მოვლა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. ჩვენი ტექნიკური გუნდი გადამზადებას უშუალოდ მწარმოებელ ქარხნებში გადის, შესაბამისად, მათ დეტალურად იციან თითოეული მოდელის ყველა ნიუანსი. პროგრამული განახლებისას, გეგმური შემოწმებისა თუ დაზიანებული კომპონენტის შეკეთებისას, თქვენს ელექტრომობილზე პროფესიონალები იზრუნებენ. 

თუ დიდი ხანია ელექტრომობილის შეძენას გეგმავთ, მაგრამ კვლავ გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდეთ, გვესტუმრეთ შოურუმში, აკაკი ბელიაშვილის 131-ში,  დაჯავშნეთ ტესტ დრაივი სასურველ დროს და გამოცადეთ IM Motors-ის მოდელების შესაძლებლობები.

Related News

See All