
06/02/2026
რა გამოარჩევს IM Motors-ის ელექტრომობილებს: უსაფრთხოება, ტექნოლოგია და კომფორტი
2020 წლის ბოლოს ავტოინდუსტრიაში ახალი მოთამაშე, IM Motors გამოჩნდა. ბევრი დამწყები კომპანიისგან განსხვავებით, ეს ბრენდი თავიდანვე სამი მსხვილი და გავლენიანი ორგანიზაციის პარტნიორობით შეიქმნა. ბრენდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ ჩინეთის ლიდერი ავტომწარმოებელი SAIC Motor, ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba Group და შანხაის მაღალტექნოლოგიური პარკი – Zhangjiang Hi-Tech.
სამი სრულიად განსხვავებული სფეროს გაერთიანებამ კომპანიის ტექნოლოგიური განვითარების გეზი განსაზღვრა. SAIC-მა პროექტში თავისი 70 წლიანი საწარმოო გამოცდილება და ქარხნები ჩართო, Alibaba Group-მა ციფრული სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულება აიღო საკუთარ თავზე, ხოლო Zhangjiang Hi-Tech-მა ბრენდს წვდომა მისცა უახლესი თაობის ნახევარგამტარებსა და მიკროსქემებზე.
სწორედ ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მისცა კომპანიას რესურსი გამოწვევების ახლებურად გადასაჭრელად.
რას ნიშნავს ციფრული კოდი და როგორ ასახავს ელექტრომობილი მძღოლის იდენტობას?
ტექნოლოგიური მიმართულება ბრენდის სახელწოდებასა და ვიზუალურ მხარეშიც აისახა. IM Motors იშიფრება, როგორც „Intelligence in Motion“ (ინტელექტი მოძრაობაში). მისი ლოგო კი 0-ისა და 1-ის კომბინაციაა, რაც ელექტრომობილების სამყაროსთან კავშირს აღნიშნავს, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომპიუტერი ამუშავებს, საბოლოოდ ამ სიმბოლოებად გარდაიქმნება. ამ ფორმით კომპანია მომხმარებელს უცხადებს, რომ ის თანამედროვე, ციფრული ეპოქისთვის შესაფერის ავტომობილებს აწარმოებს.
საინტერესოა მიდგომა მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხითაც. ბრენდი იყენებს სლოგანს „IM what I am“, რაც გულისხმობს, რომ ელექტრომობილი მძღოლის იდენტობის ნაწილია. აღსანიშნავია ისიც, რომ IM Motors-ში მოქმედებს ე.წ. თანაშემქმნელის პრინციპი. იგულისხმება, რომ მომხმარებელი ჩართულია ავტომობილის გაუმჯობესების პროცესში, მისგან მიღებულ შეფასებებსა და მონაცემებს კომპანია ამუშავებს და შედეგებს პროგრამულ განახლებებში ითვალისწინებს. შედეგად, ეს ელექტრომობილები მუდმივად იხვეწება და დროთა განმავლობაში მეტად ერგება მომხმარებელთა მოთხოვნებს.
როგორ გადაიჭრა გარბენისა და უსაფრთხოების საკითხი?
ელექტრომობილების მთავარი გამოწვევა ყოველთვის გარბენი იყო. მომხმარებლები დღემდე გამოთქვამენ წუხილს, რომ ამ ავტომობილებს შეზღუდული მარაგი აქვს და ფიქრობენ, რომ ეს ფაქტორი მათ ყოველდღიურად დისკომფორტს შეუქმნის. IM Motors-მა ეს საკითხი გაითვალისწინა და Tsinghua-ს უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ სტარტაპთან ერთად, ნახევრად მყარი ელექტროლიტის მქონე Lightyear ბატარეა შექმნა.
ტესტების თანახმად, ამ ახალი ტექნოლოგიით 130 კვტ/სთ ელემენტით აღჭურვილი ავტომობილი დაახლოებით 1000 კმ-ს ფარავს, რაც მკვეთრად აღემატება კონკურენტების შესაძლებლობებს. კომფორტს ზრდის დამუხტვის სისწრაფეც – სპეციალური სისტემის წყალობით, ელექტრომობილები 400 კმ-ისთვის საკმარის ენერგიას დაახლოებით 20 წუთში იღებს.
ახალმა ტექნოლოგიამ გააუმჯობესა უსაფრთხოების სტანდარტიც. ბატარეის მყარი სტრუქტურა იმგვარადაა მოწყობილი, რომ ერთი უჯრედის გადახურებისას სითბო მეზობელ უჯრედებზე არ ვრცელდება. ამრიგად, პრაქტიკულად გამორიცხულია ელემენტის აალება ავტომობილის დაზიანების შემთხვევაშიც კი.
როგორ მუშაობს ციფრული შასი და რას ნიშნავს Crab Walk?
როგორ მუშაობს ციფრული შასი და რას ნიშნავს Crab Walk?
ტრადიციულ მანქანებში მუხრუჭი, საჭე, საკიდარი და ძრავა დამოუკიდებელი მექანიკური სისტემებია, ამიტომ ბრძანების გაცემისას ავტომობილის მოძრაობაზე ცვლილებები მყისიერად ვერ აისახება. ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად IM Motors-მა Formula 1-ის გუნდის, Williams-ის გამოცდილება გამოიყენა. ე.წ. ციფრული შასი (Lizard) შექმნა, სადაც ჩამოთვლილი კომპონენტები ციფრულ ქსელში ერთიანდება.
ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის ე.წ. ტვინი სინქრონულად აკონტროლებს მოძრაობას სამივე ღერძზე (X, Y, Z). სისტემა ცენტრალიზებულად გასცემს ბრძანებას ძრავაზე, მუხრუჭსა და ამორტიზატორზე, ნაცვლად იმისა, რომ თითოეულმა ნაწილმა ცალ-ცალკე იმუშაოს.
დიდ ქალაქებში მცხოვრები მძღოლებისთვის კიდევ ერთი თავსატეხი ვიწრო ადგილებში პარკირებაა. ამ სირთულის დასაძლევად ავტომობილებს აქვს Crab Walk ფუნქცია. ამ დროს ოთხივე ბორბალი ერთი მიმართულებით ტრიალდება, ელექტრომობილი დიაგონალურად მოძრაობს და ვიწრო ადგილებში მარტივად პარკირდება.
რას ნიშნავს პრინციპი „One Touch“ და როგორ ზრუნავს ელექტრომობილი ქვეითების უსაფრთხოებაზე?
ელექტრომობილები გარე სამყაროსთან კომუნიკაციას „ჭკვიანი“ ფარების მეშვეობით ამყარებს. სისტემა 2.6 მილიონი მიკროსარკისგან შედგება და მას გზაზე გამოსახულების პროეცირება შეუძლია. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია უსაფრთხოების კუთხით. მაგალითად, ქვეითის დაფიქსირებისას, ფარები მის წინ ვირტუალურ „ზებრა“ გადასასვლელს გამოსახავს და მიანიშნებს, რომ გზის გადაკვეთა უსაფრთხოა.
რაც შეეხება ინტერიერს, აქ მთავარი პრინციპი ღილაკებისა და აპლიკაციების გარეშე მართვა, ანუ No Touch, No App მიდგომაა. სალონში არსებული ოპერაციული სისტემა Alibaba Group-ის ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება და მძღოლს საშუალებას აძლევს, ხმოვანი ბრძანებებით მართოს პროცესები. სისტემას შეუძლია სხვადასხვა მოქმედების კოორდინაცია. მაგალითად, საჭმლის გამოძახებისას ის შეათანხმებს კურიერისა და მძღოლის მარშრუტებს, რათა ისინი დანიშნულების ადგილზე ერთდროულად მივიდნენ.
IM Motors-ის ელექტრომობილები: რომელი იქნებოდა თქვენი არჩევანი?
კომპანია IM Motors-ის ტექნოლოგიური მიღწევები კონკრეტულ მოდელებშია ასახული. ბრენდის ხაზი სხვადასხვა მოთხოვნებზე მორგებულ ავტომობილებს აერთიანებს, სადაც აქცენტი სიმძლავრეზე, კომფორტსა და უსაფრთხოებაზე კეთდება.
IM 5
სისწრაფისა და მანევრირების მოყვარულთათვის IM 5 გამორჩეული მოდელია. ეს პრემიუმ სედანია, რომლის დაბალი კორპუსი (1474 მმ) გამოკვეთს მის სპორტულ ხასიათს. ავტომობილი ელემენტის სამი სხვადასხვა მოცულობითაა ხელმისაწვდომი:
75 კვტ/სთ ვერსია 490 კილომეტრს ფარავს;
100 კვტ/სთ უკანამძრავიანი ვარიანტი 710 კილომეტრს გადის;
სრულამძრავიანი მოდელი ერთი დამუხტვით 575 კილომეტრს ფარავს.
მოდელში ინტეგრირებული Continental-ის სამუხრუჭე სისტემა და PIRELLI-ის საბურავები მაღალ სიჩქარეზეც კი ავტომობილის სრულ სტაბილურობას განაპირობებს.
IM 6
IM 6 SUV ტიპის ავტომობილია, რომელიც მანევრირებით სედანს ჰგავს. მისი გარბენი კომპლექტაციაზეა დამოკიდებული: საბაზისო მოდელი 450 კმ-ს გადის, 100 კვტ/სთ უკანამძრავიანი ვერსია – 555-ს, ხოლო სრულამძრავიანი ვარიანტი 505 კმ-ს ფარავს. უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მაღალი ხარისხის სამუხრუჭე სისტემა და სპეციალური საბურავები ქმნის.
IM LS7
იმ შემთხვევებში, როცა მთავარი მოთხოვნა სალონში დიდი სივრცე და ტევადობაა, არჩევანი ელექტრო ჩინურ ჯიპზე, IM LS7-ზე ჩერდება. ბაზარზე მისი ორი ძირითადი ვერსიაა ხელმისაწვდომი: Luxe, რომელიც 625 კმ-ს ფარავს და Elite 550 კმ-იანი სვლის მარაგით.
ორივე კომპლექტაციას ოთხი წამყვანი თვალი აქვს, რაც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ავტომობილს გზაზე სტაბილურობას უნარჩუნებს. მგზავრების კომფორტზე პნევმატური დაკიდება და ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები ზრუნავს, რომლებიც სალონში ვიბრაციას ამცირებს და ადამიანის სხეულზე დატვირთვას თანაბრად ანაწილებს.
ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და ბრენდის სამომავლო გეგმები
IM Motors-ის გეგმები აზიის კონტინენტს სცდება. 2026 წლისთვის დაგეგმილია ევროპის ბაზრის ათვისება. ევროპელი მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტის გაცნობის პროცესი რომ გამარტივდეს, ზოგიერთ ქვეყანაში მოდელები MG-ს სახელით გაიყიდება. საქმე ისაა, რომ MG ისტორიული ბრიტანული ბრენდია, რომელსაც ევროპაში კარგად იცნობენ და, რადგან ისიც ამავე ჰოლდინგს ეკუთვნის, მისი სახელის გამოყენება სანდოობას ზრდის.
ამ გლობალური ქსელის ნაწილია საქართველოც. ქვეყანაში IM Motors Georgia ჩინური ელექტრო ავტომობილების ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია. ეს სტატუსი მომხმარებლისთვის ტექნიკური გამართულობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიაა. დამატებითი სიმშვიდისთვის, თითოეულ ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია, რომელიც მოდელის მიხედვით 3-დან 6 წლამდე პერიოდს, ან 130 000-დან 190 000 კილომეტრამდე გარბენს მოიცავს.
ელექტრომობილის მომსახურება შიგაწვის ძრავის მქონე მანქანებისგან განსხვავებულ კომპეტენციას მოითხოვს. ადგილობრივი სერვისცენტრი დაკომპლექტებულია ტექნიკოსებით, რომლებიც კვალიფიკაციას უშუალოდ მწარმოებელ ქარხნებში იმაღლებენ. შესაბამისად, ისინი ფლობენ ზუსტ ინფორმაციას როგორც ტექნიკურ დეტალებზე, ისე სისტემურ განახლებებზე.
ავტომობილის შესაძლებლობებში დასარწმუნებლად კი საუკეთესო გზა პირადი გამოცდილებაა.შოურუმში შესაძლებელია მოდელების დათვალიერება და ტესტ-დრაივის დაჯავშნა, რაც სასურველი ავტომობილის შერჩევას გაგიმარტივებთ.
Related News
See All
06/01/2026
ეკონომიური ავტომობილები IM Motors Georgia-სგან

05/14/2026
ახალი ავტომომობილები IM Motors Georgia-სგან
.webp?2026-05-11T13%3A46%3A50.239Z)
05/10/2026
ელექტრო მანქანები: ეკოლოგიური არჩევანი და კომფორტი თქვენი ოჯახისთვის
03/03/2026