Last updated: 5/1/2026
შპს ვოლტ ენერჯი (შემდგომში „კომპანია" ან „ჩვენ") წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თქვენი მონაცემების დამუშავებისას მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).
საიდენტიფიკაციო კოდი: 405619889
იურიდიული მისამართი: ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, არჩილ სულაკაურის ქუჩა N 3, ბინა 88
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@emotors.ge
ტელეფონის ნომერი: 032 2 15 10 10
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის საშუალებით ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
კომპანია თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. ხოლო, აღნიშნული მიზნები და საფუძვლები კონკრეტულ პროცესთან მიმართებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.
დაუშვებელია კომპანიამ დაამუშაოს თქვენი მონაცემები წინასწარ განსაზღვრული მიზნისგან განსახვავებული მიზნით, თუ არ აქვს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.
ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენ მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით პლატფორმაზე ტესტ დრაივის დაჯავშნის ან შეტყობინების გამოგზავნის მიზნით განკუთვნილი ველების შევსებისას. ასეთი მონაცემებია:
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაწყვეტთ შეიძინოთ სატრანსპორტო საშუალება, ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით ჩვენი პროდუქტის მომსახურების/პროდუქტის მიღების მიზნით, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის წარმოებისას. ასეთი მონაცემებია:
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემებისა, კომპანიამ შეიძლება დაასრულოს თქვენი სხვა მონაცემების დამუშავება, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან/და აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის.
კომპანია იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები", რომელსაც ვებგვერდი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები" მოქმედებენ როგორც ერთგვარი „მეხსიერება," რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას ვებგვერდზე სტუმრობისას.
ჩვენ ვაგროვებთ დეტალებს თქვენი ვიზიტების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ტრაფიკის მონაცემებს, მდებარეობის მონაცემებს, ვიზიტის ხანგრძლივობას, გვერდის ნახვების რაოდენობას და სხვა საკომუნიკაციო მონაცემებს.
* აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ ვებგვერდით სარგებლობის ხარისხის UX გაუმჯობესების და მარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. Cookies ფაილებით შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა.
თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები" (Cookies) თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები: Firefox (https://shorturl.at/eJ2jP), Chrome (https://shorturl.at/IwzHS), Safari web and IOS (https://support.apple.com/en-us/105082).
იმ შემთხვევაში თუ გსურთ მეტი ინფორმაცია გაიგოთ Cookie ფაილების შესახებ, ეწვიეთ ბმულს: https://allaboutcookies.org/
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვა, ტესტ დრაივის დაჯავშნისთვის აუცილებელი მონაცემი — გამოიყენება კომპანიის ვებსაიტზე ტესტ დრაივის დაჯავშნისთვის, მომავალში პროდუქტის მიწოდების მიზნით, კომპანიის მომსახურების სრულყოფისა და განვითარებისთვის და მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად. სამართლებრივი საფუძველი: თქვენთვის, როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, პროდუქტის მოწოდება და თქვენთან გარიგების დადება.
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვის ეტაპზე — გამოიყენება ნასყიდობის საგანთან, მათ შორის, ნასყიდობის საგნის ღირებულებასთან და გადახდის წესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისთვის. სამართლებრივი საფუძველი: შეთანხმებული გარიგების შესრულება და მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად.
ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი — გამოიყენება მომხმარებელთან ურთიერთობის დასამყარებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად, ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისთვის. სამართლებრივი საფუძველი: მომხმარებლის თანხმობა; ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები.
მისამართი — გამოიყენება პროდუქტებისა და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. სამართლებრივი საფუძველი: მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად; პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.
ნასყიდობის საგნის ღირებულების და გადახდის მეთოდის შესახებ ინფორმაცია — გამოიყენება ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის. სამართლებრივი საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები; მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად.
გამოიყენება თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისთვის, ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით. სამართლებრივი საფუძველი: მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.
ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაცემები გადავცეთ მესამე მხარეებს, შემდეგი მიზნით:
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა. მაგალითად:
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
მონაცემების შენახვა ხდება ფიზიკური ფორმით (ტესტდრაივის მონაცემები, თანამშრომლების მონაცემები), ყველა დანარჩენი მონაცემის შენახვა ხდება ელექტრონული ფორმით, კომპანიის კუთვნილ კომპიუტერზე: თანამშრომლების შესახებ მონაცემები ინახება კომპანიის ადამიანური რესურსების მენეჯერის კომპიუტერზე, ტესტ დრაივის შესახებ მონაცემების შენახვა ხდება ოფისის მენეჯერის მიერ, ფიზიკური ფორმით.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ სულ მცირე 8 წლის ვადით, შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით:
თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 8 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ ვერ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა და ვერ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. კომპანია ზრუნავს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე და დაცვაზე, ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, კომპანიის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით. კერძოდ, ჩვენ ვიღებთ აუცილებელ და საკმარის ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან.
ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი კიბერდამნაშავეებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით განპირობებული თქვენი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე.
კომპანია უფლებამოსილია, მოახდინოს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის ვებსაიტზე და ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.
თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@emotors.ge
ტელეფონის ნომერი: 032 2 15 10 10
თუ ხართ თანახმა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღოთ შეტყობინებები მომსახურების, პროდუქტების, სიახლეებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ, გთხოვთ, მონიშნოთ თანხმობის ღილაკი. ამ მიზნით, კომპანია დაამუშავებს მხოლოდ თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართს.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი შეტყობინებებზე, ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე info@emotors.ge მომართვის გზით. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას.