IM Motors
Русский

06/01/2026

ეკონომიური ავტომობილები IM Motors Georgia-სგან

21-ე საუკუნეში „ეკონომიური ავტომობილის“ ცნება გაფართოვდა და აღარ ასოცირდება მხოლოდ იმ მოდელთან, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს ან სხვა მანქანებთან შედარებით, ნაკლები ღირებულება აქვს. თანამედროვე რეალობაში ეკონომიური ავტომობილები, ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებთან ერთად, უკვე გულისხმობს მანქანის გამძლეობასა და დაბალ საექსპლუატაციო ხარჯებს.


IM5 სწრაფი მართვისა და მანევრირების მოყვარულებისთვის შეიქმნა. პრემიუმ კლასის სედანს 1474 მმ სიმაღლის კორპუსი აქვს, რაც მას სპორტული ავტომობილის იერს აძლევს. მოდელი ელემენტის სხვადასხვა ტევადობით გამოდის:  75 კვტ/სთ ვერსიის გარბენი 490 კმ-ია. 100 კვტ/სთ მოცულობის უკანამძრავიანი ვარიანტი 710 კმ-ს ფარავს, სრულამძრავიანი მოდელი კი ერთი დამუხტვით 575 კმ-ს გადის.

დიდი სალონი და ტევადობა ელექტრო ჯიპის, IM LS7-ის მთავარი მახასიათებლებია. Luxe ვერსია 625 კმ-ს გადის, Elite კომპლექტაცია კი 550 კმ-ს. ორივე ვერსიას სრული ამძრავი სისტემა აქვს და ნებისმიერ ამინდში სტაბილურად გადაადგილდება. მგზავრების კომფორტს პნევმატური დაკიდება და ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები აუმჯობესებს. ეს ტექნოლოგია სალონში ვიბრაციას ამცირებს და ადამიანის სხეულზე დატვირთვას თანაბრად ანაწილებს.

IM6 არის SUV ტიპის ავტომობილი, რომელიც მანევრირებით სედანს ჰგავს. მისი გარბენი კომპლექტაციაზეა დამოკიდებული. საბაზისო მოდელი 450 კმ-ს გადის. 100 კვტ/სთ უკანამძრავიანი ვერსია 625 კმ-ს ფარავს, სრულამძრავიანი ვარიანტი - 545 კმ-ს. უსაფრთხოებასა და მანევრირებას მაღალი ხარისხის სამუხრუჭე სისტემა და სპეციალური საბურავები აუმჯობესებს.

ეკონომიური ავტომობილები გამძლე კომპონენტებით

ეკონომიური ავტომობილის ტექნიკური მომსახურება ძალიან ძვირი დაჯდება, თუ ის უხარისხო კომპონენტებით არის აღჭურვილი. IM Motors-ის შემთხვევაში ეს რისკი არ არსებობს, რადგან ელექტრომობილების საიმედოობას მათში ინტეგრირებული ნაწილების ხარისხი განსაზღვრავს. მოდელებში გამოყენებულია ევროპელი მწარმოებლების კომპონენტები:

სამუხრუჭე სისტემა: Brembo;

სავალი ნაწილები და ელექტროსისტემები: Continental, Bosch და BILSTEIN.

ამრიგად, დასტურდება, რომ ეს ეკონომიური ავტომობილები ტექნიკურად გამართულია და გათვლილია გრძელვადიან ექსპლუატაციაზე, რაც მფლობელს თავიდან აარიდებს ტექნიკური სერვისის ხშირ საჭიროებასა და ზედმეტ ფინანსურ ხარჯს.

ეკონომიური ავტომობილები, რომლებიც სრულად ერგება საქართველოს გზებს

ავტომობილის ეკონომიურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ მისი ქარხნული მონაცემები, არამედ ისიც, თუ რამდენად შეესაბამება იგი გარემოს. IM Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილი ახალი ავტომობილები სპეციალურად ადგილობრივი გზებისა და კლიმატური პირობების მიხედვით არის შერჩეული. შესაბამისად, ზოგად ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, გათვალისწინებულია ის პრაქტიკული საკითხებიც, რომლებიც ყოველდღიურ გადაადგილებაზე პოტენციურად გავლენას მოახდენს.

ტექნოლოგიები და უსაფრთხოება

ეკონომიური ავტომობილი  აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მფლობელი დააზღვიოს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს eTAC სისტემა. ის სტანდარტულ სისტემებზე სამჯერ უფრო სწრაფად რეაგირებს და ძრავის სიმძლავრეს ავტომატურად არეგულირებს. ეს ნიშნავს, რომ სველ ასფალტზე მკვეთრი მანევრის დროსაც კი მანქანა სტაბილურობას შეინარჩუნებს.

ასევე, საქართველოს კლიმატისთვის დამახასიათებელ წვიმასა და ნისლში გადაადგილებისას მნიშვნელოვანია „Rainy Night Mode“ ფუნქცია. სისტემა რადარებისა და კამერების დახმარებით აგროვებს მონაცემებს და მათ ანალიზს ეკრანზე გამოსახავს, რაც მძღოლს ეხმარება, ცუდი ხილვადობის პირობებშიც სრულად გააკონტროლოს გზა.

რატომ უნდა შეიძინოთ ახალი ავტომობილი ოფიციალური წარმომადგენლისგან?

IM Motors Georgia საქართველოში ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია, რაც ადასტურებს, რომ ავტომობილის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ყველა მოდელზე მწარმოებლის ქარხნული გარანტია ვრცელდება. ელემენტსა და ძრავებზე საგარანტიო პერიოდი 6 წელს ან 190 000 კმ-ს მოიცავს. სხვა ძირითადი ნაწილების საგარანტიო ვადა კი 4 წელი ან 130 000 კმ-ია. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრომობილის სერვისი სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. IM Motors-ის ავტოცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც გადამზადებას მწარმოებელ ქარხნებში გადიან და მუდმივად ინფორმირებულნი არიან სისტემური განახლებების შესახებ.

ავტომობილის რეალური შესაძლებლობების შესაფასებლად საუკეთესო გზა მისი გამოცდაა. ეწვიეთ შოურუმს, დაათვალიერეთ მოდელები და დაჯავშნეთ ტესტ-დრაივი, რათა ზუსტად განსაზღვროთ, რომელი მოდელი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

Related News

See All