
06/08/2026
ელექტრო ჩინური ჯიპები: მომავალი, რომელიც უკვე საქართველოშია
რამდენიმე წლის წინ ჩინური ჯიპების ხსენება ქართველ ავტომოყვარულებში მხოლოდ სკეპტიციზმს იწვევდა. ამჟამად ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, რასაც მხოლოდ 2025 წელს იმპორტის მაჩვენებელი მოწმობს, რომელიც წინა წელთან შედარებით თითქმის 83%-ით გაიზარდა.
რატომ მართავს ჩინეთი მსოფლიოს ელექტრო ავტომობილების ბაზარს?
ჩინური ავტომწარმოებლების გლობალურ წარმატებას კონკრეტული ფაქტორები განაპირობებს. მთავარი მიზეზი ელექტრომობილების ბატარეების ადგილობრივი წარმოების მასშტაბებია – გლობალური ბაზრის თითქმის 38% მხოლოდ ერთი ჩინური კომპანია ფლობს, ლითიუმის გადამუშავების მსოფლიო მოცულობის 60% კი სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. ინდუსტრიამ განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ უკვე იქმნება ულტრათანამედროვე ელემენტები, რომლებიც ხუთ წუთში 500 კილომეტრის დასაფარად საკმარის ენერგიას იღებს.
ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთი მიზეზი სრული საწარმოო ციკლის დამოუკიდებლად მართვაა. კომპანიები ნედლეულის მოპოვებიდან მზა ავტომობილის აწყობამდე ყველა ეტაპს თავად აკონტროლებენ. ასეთი მიდგომის შედეგი ფინანსების დაზოგვა და წარმოების ტემპის ზრდაა, სხვა ქვეყნების მიწოდებაზე დამოკიდებულება კი მინიმალურია.
ასეთი წინსვლა ხელოვნურ ინტელექტსაც უკავშირდება. LiDAR სენსორები, NVIDIA Orin ჩიპები და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები ჩინურ ელექტრომობილებში ფართოდ გამოიყენება. დასავლური ბრენდებისგან განსხვავებით, სადაც მსგავსი ფუნქციები ხშირად მხოლოდ პრემიუმ სეგმენტშია, თანამედროვე ჩინური ჯიპები ამ ყველაფერს სტანდარტულ კომპლექტაციაში სთავაზობს მომხმარებელს.
ადგილობრივი წარმოების, შემცირებული დანახარჯებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ჩინეთი დღეს მსოფლიო ელექტრომობილების 70%-ზე მეტს აწარმოებს და წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ განვითარება მუდმივი, შესაძლებლობები კი უსაზღვროა.
როგორ აისახა გლობალური ცვლილებები საქართველოს ბაზარზე?
ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება და მომხმარებელთა მხრიდან მათდამი ინტერესი სტაბილურად იზრდება. ბოლო ხუთ წელში ქვეყანაში ელექტრომობილების, მათ შორის ჩინური ჯიპების რეგისტრაციის მაჩვენებელი 20-ჯერ გაიზარდა. თუ 2020 წელს ქვეყანაში მხოლოდ 176 ელექტრო მანქანა შემოვიდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3 990-მდე გაიზარდა. ზრდის ტემპი კიდევ უფრო თვალსაჩინოა 2025 წლის მონაცემებით, როდესაც მხოლოდ რვა თვეში ქვეყანაში 5 216 ელექტრომობილი შემოვიდა. ამას განაპირობებს:
ეკონომიურობა: თანამედროვე ეკონომიური ავტომობილები საწვავის ალტერნატივად ელექტროენერგიას იყენებენ, რაც საექსპლუატაციო ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს.
ეკოლოგია: ელექტრომობილები, მათ შორის ჩინური ჯიპები, გარემოზე ნაკლებად ახდენს უარყოფით ზეგავლენას;
ინოვაციები: ტექნოლოგიური შესაძლებლობები მიმზიდველია;
ინფრასტრუქტურა: ქვეყანაში დამტენების ინფრასტრუქტურა ვითარდება;
ხელმისაწვდომობა: ბაზარზე უკვე არსებობს ოფიციალური წარმომადგენლობები, სადაც ჩინური მანქანების შეძენაა შესაძლებელი.
რატომ დომინირებს ჩინური ჯიპები ელექტრო ბაზარზე?
ჩინური ჯიპების პოპულარობას ძალიან ლოგიკური და პრაქტიკული ტექნიკური ახსნა აქვს. ტრადიციულ ავტომობილებში ძრავა, ზომისა და წონის გამო, ცენტრს ზედმეტად ტვირთავს და ამის გამო, დიდი ზომის SUV ავტომობილის წონასწორობაში მოყვანა საკმაოდ რთულია.
ელექტრომობილების შემთხვევაში მსუბუქი ელემენტი მანქანის ძარის ქვედა ნაწილშია განთავსებული, ძრავა კი მცირე ზომისაა, შესაბამისად, ავტომობილს სიმძიმის დაბალი ცენტრი აქვს.
შედეგად ჩინური ჯიპები, რომლებიც ელექტრო ძრავაზეა აგებული, დიდი შიდა სივრცით, სტაბილურობით, მკვეთრი აჩქარებითა და მინიმალური ხმაურით გამოირჩევა. ამ გარემოებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების 65%-ზე მეტი SUV და კროსოვერ მოდელებს უკავია.
IM Motors-ის ჩინური მანქანები, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი
ამჟამად ჩინური ელექტრო ავტომობილები IM Motors-ში სამი სხვადასხვა მოდელითაა წარმოდგენილი და თითოეული მათგანი მძღოლის განსხვავებულ საჭიროებებს პასუხობს.
ოჯახური საჭიროებებისთვის ხელმისაწვდომია IM LS7 მოდელი. ეს ტევადი და დიდი ზომის ჩინური ჯიპი ორი ვერსიით, Luxe და Elite კომპლექტაციით იყიდება. Luxe მოდელი ერთი დამუხტვით 625 კმ-ს გადის, Elite 550 კმ-ს. ორივე მათგანი სრულამძრავიანია და ნებისმიერ ამინდში გზაზე სტაბილურად მოძრაობს. სალონში სიმყუდროვეს პნევმატური დაკიდების სისტემა ქმნის, ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები კი სხეულზე დატვირთვას თანაბრად ანაწილებს და შორ მანძილზე მგზავრობისას დაღლილობას ამცირებს.
რიგით მეორე ავტომობილი IM6-ია. ეს SUV ტიპის მოდელი გარეგნულად კლასიკურ ჯიპს ჰგავს, თუმცა მართვისას სედანისთვის დამახასიათებელ მანევრულობასა და სიმსუბუქეს ავლენს. საბაზისო ვერსია ერთი დამუხტვით 450 კილომეტრს გადის, 100 კვტ/სთ ტევადობის მქონე უკანამძრავიანი მოდელი 625 კილომეტრს, სრულამძრავიანი კი 545 კილომეტრს ფარავს. მოდელი მათთვისაა შექმნილი, ვისაც დიდი სივრცე და ქალაქში მანქანის მარტივად მართვა სურს.
IM Motors Georgia ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ამიტომ ამ ელექტრომობილებზე მწარმოებლის ქარხნული გარანტია ვრცელდება. ელემენტსა და ძრავებზე საგარანტიო პერიოდი 6 წელს ან 190,000 კმ. გარბენს მოიცავს, სხვა ძირითად ნაწილებზე კი 4 წელს ან 130 000 კმ.-ს.
ავტომობილის მონაცემების შესაფასებლად საუკეთესო გზა პირადი გამოცდილებაა. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის 131 ნომერში მდებარე IM Motors Georgia-ს შოურუმში მოდელების დათვალიერება და ტესტ დრაივის დაჯავშნაა შესაძლებელი.



.webp?2026-05-11T13%3A46%3A50.239Z)