IM Motors
ქართული
ავტო დილერები თუ ოფიციალური წარმომადგენლები

08/14/2026

ავტოდილერი თუ ოფიციალური წარმომადგენელი: ვისგან სჯობს ელექტრომობილის შეძენა?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 10 000-ზე მეტი ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი სწრაფად იზრდება. მზარდმა მოთხოვნამ ბაზარიც გააფართოვა. დღეს მყიდველს არჩევანის გაკეთება დამოუკიდებელ ავტოდილერებსა და ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის უწევს.

რა განსხვავებაა ავტოდილერსა და ოფიციალურ წარმომადგენელს შორის? 

ავტოდილერი დამოუკიდებელი იმპორტიორი ან გადამყიდველი კომპანიაა, რომელიც ავტომობილებს სხვადასხვა გზით იძენს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. საქართველოში მანქანები ყველაზე ხშირად ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან ჩამოჰყავთ, სადაც, ძირითადად, დაზიანებული ან მეორადი მოდელები იყიდება. ვინაიდან ავტოდილერები უშუალოდ მწარმოებელთან არ თანამშრომლობენ, მათ არ აქვთ უფლებამოსილება გასცენ ქარხნული გარანტია ან მომხმარებელს ბრენდის ოფიციალური ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზონ.


რაც შეეხება ოფიციალურ წარმომადგენელს, იგი თავად მწარმოებლის ავტორიზებული პარტნიორია. მასთან სრულიად ახალი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომობილები პირდაპირ ქარხნიდან ჩამოდის. ამასთან, წარმომადგენლობა მკაცრად იცავს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საკუთარი შოურუმის, სერვისცენტრისა და სპეციალურად გადამზადებული ტექნიკური პერსონალის არსებობას გულისხმობს. 


მათ შორის მთავარი სხვაობა მოკლედ ასე შეიძლება გამოიხატოს: ავტომობილების დილერები საქართველოში მხოლოდ ყიდიან მანქანებს, ოფიციალური წარმომადგენლები კი გაყიდვის შემდეგაც იღებენ პასუხისმგებლობას ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე. ჩინური მანქანები საქართველოში ბოლო წლებში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და IM Motors ამ მიმართულებით პრემიუმ ელექტრომობილების სეგმენტს წარმოადგენს.

რატომ არის ეს არჩევანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელექტრომობილის შეძენისას?  

ტრადიციული, შიდაწვისძრავიანი მანქანებისგან განსხვავებით, ელექტრომობილის ღირებულებასა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობას, პირველ რიგში, მისი ბატარეა განსაზღვრავს. მისი რეალური მდგომარეობის შეფასება უბრალო ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელია, რადგან დეგრადაციის დონე, შიდა ელემენტების ეფექტურობა და დამუხტვის ისტორია მხოლოდ პროფესიონალური დიაგნოსტიკით დგინდება. აუქციონზე გამოტანილი ავტომობილის სრული ისტორიის გადამოწმება შეძენამდე ყოველთვის ვერ ხერხდება.


არანაკლებ მნიშვნელოვანია გარანტიის საკითხიც. საავარიო შემთხვევის ან დატბორვის გამო ქარხნული გარანტია შესაძლოა გაუქმდეს. ასეთ დროს ბატარეასთან ან ელექტროძრავთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის შეკეთება მფლობელს საკუთარი ხარჯებით მოუწევს. 


კიდევ ერთი საყურადღებო საკითხი ტექნიკური მომსახურებაა. ელექტრომობილის შეკეთებას სპეციფიკური ცოდნა და შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდება, საქართველოში კი ასეთი სერვისცენტრებისა და კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა ჯერ კიდევ ცოტაა. ავტოდილერები თბილისში, როგორც წესი, მოხმარებელს სპეციალიზებულ ტექნიკურ მომსახურებას არ სთავაზობენ, რის გამოც მათგან ნაყიდი მანქანის მფლობელს გამოცდილი ხელოსნისა და საჭირო დეტალების ძებნა დამოუკიდებლად უწევს, რაც ხშირად დამატებით დროსა და ხარჯს მოითხოვს. 

რას სთავაზობს მყიდველს ოფიციალური წარმომადგენელი?

ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა ქარხნული გარანტიაა. მაგალითად, გარანტია თანამედროვე ელექტრომობილებზე IM Motors Georgia-ში, მოდელის მიხედვით, 3-დან 6 წლამდე პერიოდს ან 130 000-დან 190 000 კილომეტრამდე გარბენს მოიცავს. გარანტია ბატარეაზეც ვრცელდება, რაც მყიდველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მომსახურებაა. ამ ვადის განმავლობაში გარანტიით გათვალისწინებულ ტექნიკურ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას კომპანია იღებს. 


მეორე უპირატესობა ავტომობილის გამჭვირვალე ისტორიას უკავშირდება. ოფიციალურ შოურუმში წარმოდგენილი ყოველი ავტომობილი პირდაპირ მწარმოებლის ქარხნიდან არის შემოყვანილი. ავტომობილი სრულიად ახალია, რაც გამორიცხავს საავარიო ისტორიას, ასევე შეკეთებული ან ჩანაცვლებული ნაწილების არსებობას. 


მნიშვნელოვანია ტექნიკური მომსახურებაც. IM Motors Georgia-ს სერვისცენტრში მომუშავე ტექნიკოსები კვალიფიკაციას უშუალოდ მწარმოებელ ქარხნებში იმაღლებენ, შეკეთებისას კი მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებენ. ამას ემატება პროგრამული განახლებებიც (OTA updates), რის შედეგადაც ელექტრომობილი დროთა განმავლობაში უფრო იხვეწება და ახალ ფუნქციებს იძენს. 


არანაკლებ საყურადღებოა თავად შერჩევის პროცესიც. მანქანის ყიდვა IM Motors-ში მარტივი და კომფორტული პროცესია – შოურუმში სტუმრობისას მომხმარებელი სასურველ მოდელს ადგილზე ათვალიერებს, პროფესიონალებისგან დეტალურ კონსულტაციას გადის და საბოლოო გადაწყვეტილებას ინფორმირებულად იღებს.

რომელ მოდელებს სთავაზობს ავტოდილერი IM Motors Georgia მყიდველს? 

საქართველოში ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია IM Motors Georgia - მანქანების დილერი საქარელოში. თავად ბრენდი კი ისეთი გლობალური გიგანტების პარტნიორობით შეიქმნა, როგორებიც არიან SAIC Motor, Alibaba Group და Zhangjiang Hi-Tech. კომპანია ქართველ მომხმარებელს ამ ეტაპზე სამ განსხვავებულ მოდელს სთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა მოთხოვნასა და საჭიროებაზეა მორგებული. 


სისწრაფისა და მანევრირების მოყვარულთათვის საუკეთესო ვარიანტია პრემიუმ კლასის სედანი IM5. იგი ბატარეის სამი განსხვავებული ვერსიით არის წარმოდგენილი. კერძოდ, 75 კვტ.სთ მოცულობის ბატარეით აღჭურვილი მოდელი ერთი დამუხტვით 490 კილომეტრს გადის, 100 კვტ.სთ ტევადობის უკანამძრავიანი ვარიანტი 710 კილომეტრს ფარავს, ხოლო სრულამძრავიანი მოდიფიკაციის სვლის მარაგი 575 კილომეტრია.


რაც შეეხება IM6-ს, ის SUV კლასის მოდელია, თუმცა მანევრირებით სედანს არ ჩამოუვარდება. ეს მანქანა თანაბრად პრაქტიკულია როგორც ყოველდღიური ქალაქური გადაადგილებისთვის, ისე საოჯახო მოგზაურობისთვის. მისი სვლის მარაგი შერჩეულ კომპლექტაციაზეა დამოკიდებული და 450-დან 555 კილომეტრამდე მერყეობს.


პრემიუმ კლასის სედანებს შორის IM L7 გამოირჩევა 100 კვტ.სთ ბატარეითა და სრული ამძრავით. ერთი დამუხტვით მოდელი 708 კილომეტრამდე მანძილს ფარავს, ხოლო 579 ცხენის ძალის სიმძლავრით 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.87 წამში აღწევს. IM L7 ასევე აღჭურვილია IM AD მართვის სისტემითა და თანამედროვე უსაფრთხოების ფუნქციებით. 


იმ მყიდველებისთვის, ვისთვისაც მთავარი მოთხოვნა სალონის დიდი სივრცე და ტევადობაა, ბრენდმა შექმნა სრულფასოვანი ელექტრო ჯიპი IM LS7. ბაზარზე ის ორი განსხვავებული კომპლექტაციით იყიდება. Luxe ვერსია ერთი დამუხტვით 625 კილომეტრს გადის, Elite ვარიანტის რესურსი კი 550 კილომეტრამდეა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს სრული ამძრავი, პნევმატური დაკიდების სისტემა და ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები აქვს.

რა უნდა გაითვალისწინოთ ელექტრომობილის შერჩევისას?

ელექტრომობილის შერჩევისას, მოდელის მახასიათებლებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია იმის გათვალისწინებაც, თუ ვინ დაგეხმარებათ შეძენის შემდეგ. ქარხნული გარანტია, მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტები, ორიგინალი ნაწილები და მუდმივი პროგრამული მხარდაჭერა მხოლოდ ოფიციალურ წარმომადგენელთან თანამშრომლობისას არის ხელმისაწვდომი.


მართალია, ავტოდილერები სხვადასხვა ბრენდის მეორადი მანქანების მოძიებას აადვილებენ, თუმცა ელექტრომობილის შემთხვევაში გარანტიისა და სპეციალიზებული სერვისის გარეშე დარჩენა შესაძლოა მოგვიანებით დიდ ფინანსურ საზრუნავად იქცეს.


IM Motors Georgia-ს თანამედროვე შოურუმი თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა 131-ზე მდებარეობს. აქ თქვენ შეძლებთ სამივე მოდელის ადგილზე შეფასებას, კვალიფიციური კონსულტაციის მიღებასა და ტესტ-დრაივის გავლას.


Related News

See All