IM Motors
ქართული
ავტომობილის ყიდვა

07/27/2026

მანქანის ყიდვა და ბავშვის უსაფრთხოება: IM Motors-ის რომელი ავტომობილი დაიცავს პატარას საუკეთესოდ?

მანქანის ყიდვა და ბავშვის უსაფრთხოება: IM Motors-ის რომელი ავტომობილი დაიცავს პატარას საუკეთესოდ?

ავტომობილის შერჩევისას მძღოლები ძრავის სიმძლავრეს, ენერგოეფექტურობასა და სალონის კომფორტს აქცევენ ყურადღებას. თუმცა, როცა მანქანის ყიდვა საოჯახო მიზნებისთვის იგეგმება და ბავშვებიც მგზავრობენ, უსაფრთხოების სტანდარტები ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ, ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, თუ რა კრიტერიუმებით ფასდება ავტომობილის უსაფრთხოება ბავშვისთვის და როგორ ერგება ამ მოთხოვნებს IM Motors Georgia-ს მოდელები – IM5, IM6 და IM LS7.

რა ტექნიკურ და კონსტრუქციულ მახასიათებლებს ექცევა ყურადღება ბავშვებისთვის უსაფრთხო მანქანის შეძენისას?

ბავშვის უსაფრთხოება ავტომობილში რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი მათგანი საბავშვო სავარძლის სწორად და საიმედოდ დამონტაჟების შესაძლებლობაა. ავტომობილი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი ISOFIX და i-Size სამაგრებით, რათა საბავშვო სავარძლის მყარი ფიქსაცია მარტივად მოხერხდეს.

ასევე გასათვალისწინებელია ავტომობილის კონსტრუქციაც, კერძოდ კი ის, თუ რამდენად კარგად იცავს კორპუსი სალონს შეჯახებისას და როგორ ნაწილდება დარტყმის შედეგად წარმოქმნილი ენერგია. სწორედ ამიტომ, მანქანის შეძენამდე სასურველია გაეცნოთ დამოუკიდებელი ორგანიზაციების, მაგალითად, Euro NCAP-ის შეფასებებს, სადაც ბავშვის დაცვის მაჩვენებელი დამოუკიდებელ კატეგორიად ფასდება.

IM Motors Georgia-ში წარმოდგენილი ავტომობილები ჩინეთიდან ამ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის შექმნილი და თითოეულ მათგანს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია აქვს.

რა იცავს ბავშვს ფიზიკური დაზიანებისგან შეჯახების დროს?

ბავშვის სხეული, ზრდასრულისგან განსხვავებით, გაცილებით ფაქიზია და მარტივად ზიანდება, ამიტომ შეჯახებისას დარტყმის ენერგიის მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

IM Motors-ის მოდელებში გამოყენებული ცხლად ნაჭედი ბორის ფოლადის სიმტკიცე ხშირად 1500 მეგაპასკალს აღემატება. ეს მასალა ავტომობილის იმ საკვანძო წერტილებშია გამოყენებული, რომლებიც დარტყმის ძალას კორპუსზე თანაბრად ანაწილებს და სალონში მყოფ მგზავრებს მძიმე დაზიანებებისგან იცავს.

ამ მიმართულებით მოდელები გამორჩეულ შედეგებს აჩვენებს:

IM6: SUV ავტომობილის მოდელის კორპუსი წყალქვეშა ნავის პრინციპითაა აგებული და მისი კარკასის 80%-ზე მეტი მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან შედგება. ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების 7 ბალიშით, მათ შორისაა ცენტრალური ბალიშიც, რომელიც წინა სავარძლებს შორის იშლება და გვერდითი დარტყმისას მძღოლისა და მგზავრის შეჯახებას აზღვევს. Euro NCAP-ის ტესტებში მოდელმა უმაღლესი, 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო, ხოლო ბავშვის დაცვის კატეგორიაში 85% დაიმსახურა – 6 და 10 წლის ბავშვის მანეკენების გამოყენებით ჩატარებულ ფრონტალურ და გვერდით შეჯახებებში ავტომობილმა მაქსიმალური ქულები აიღო;

IM5: სედანის კორპუსში ფოლადისა და ალუმინის კომბინირებული ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც კონსტრუქციას სიმტკიცესა და სიმსუბუქეს ერთდროულად ანიჭებს. IM6-ის მსგავსად, ამ მოდელმაც Euro NCAP-ის 5 ვარსკვლავიანი შეფასება მოიპოვა, ბავშვის მანეკენებით ჩატარებულ შეჯახების ტესტებში კი მაქსიმალური ქულები დაიმსახურა.

სალონში გამოყენებული მასალების ხარისხი – ის, რასაც ვერავინ ხედავს, თუმცა მნიშვნელოვანია ავტომობილის შეძენისას

ბავშვის სასუნთქი სისტემა მგრძნობიარეა, ამიტომ სალონში ჰაერის ხარისხი დიდ გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. დაბალი ხარისხის პლასტმასითა და სინთეზური მასალებით მოპირკეთებულ სალონებში გამოიყოფა აქროლადი ნივთიერებები, მათ შორის ფორმალდეჰიდი, რამაც შესაძლოა სასუნთქი გზების გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ამიტომ, მანქანის ყიდვა ის პროცესია, რომლის დროსაც სალონის მასალების ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

IM Motors-ის თანამედროვე ელექტრომობილების ინტერიერი სწორედ ამ პრინციპითაა შექმნილი: სალონში პრემიუმ კლასის მასალებია გამოყენებული, მათ შორის მაღალი ხარისხის ტყავი და ბუნებრივი ხის დეტალები, რაც იაფფასიან სინთეზურ ზედაპირებთან შედარებით მავნე ნივთიერებებს ფაქტობრივად არ გამოყოფს.

ჭკვიანი სისტემები, რომლებიც მშობელს ავტომობილის მართვაში ეხმარება

თანამედროვეობაში მანქანის შეძენა მხოლოდ კორპუსის სიმტკიცეზე დაკვირვებას აღარ გულისხმობს. ახლა უკვე თანაბრად მნიშვნელოვანია ის ტექნოლოგიები, რომლებიც შეჯახებას თავიდანვე გვარიდებს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით IM Motors-ის მოდელების უპირატესობებიდან ერთ-ერთი მთავარია  NVIDIA® ORIN ჩიპსეტზე დაფუძნებული მართვის სისტემა, რომელიც რეალურ დროში აანალიზებს გზას, ამოიცნობს სიტუაციებს და მძღოლს საფრთხის დროულად იდენტიფიცირებაში ეხმარება.

ჭკვიანი კამერები 24/7 რეჟიმში აკონტროლებს გარემოს და მკაფიოდ გამოკვეთს ფეხით მოსიარულეებსა და ავტომობილებს. ეს კი ბავშვებით სავსე ეზოებსა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Euro NCAP-ის შეფასებით, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭების (AEB) სისტემა ეფექტურად რეაგირებს არა მხოლოდ სხვა ავტომობილებზე, არამედ ქვეითებზე, ველოსიპედითა და მოტოციკლით მოსიარულე პირებზე. ამას ემატება მძღოლის მდგომარეობის მონიტორინგის სისტემა, ზოლის საგანგებო შენარჩუნების ფუნქცია და eCall სისტემა, რომელიც ავარიის შემთხვევაში სასწრაფო დახმარებას ავტომატურად უკავშირდება.

რთულ ამინდში დამატებით უსაფრთხოებას ქმნის მოცურების საწინააღმდეგო ტექნოლოგია: როდესაც ავტომობილის ერთი მხარე გუბეზე, თოვლზე ან სხვა სრიალა ზედაპირზე გადადის, სისტემა მოცურების რისკს დაახლოებით 80%-ით ამცირებს.

ქალაქში ყოველდღიური ან შორ მანძილზე გადაადგილებისას გამოგადგებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად დატენოთ ელექტრომობილი – იპოვეთ თქვენს მარშრუტთან ყველაზე ახლოს მდებარე სადგური.

პრაქტიკულობა ანუ საბავშვო სავარძლები, ეტლები და დიდი სივრცე

საბავშვო სავარძლის სწორად დამონტაჟება უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ მანქანის ყიდვა ისე არ უნდა გადაწყდეს, რომ ადგილზე არ შეამოწმოთ, რამდენად მარტივად ხერხდება სავარძლის ფიქსაცია. IM Motors-ის მოდელები ISOFIX სამაგრებითაა აღჭურვილი, ხოლო Euro NCAP-ის შეფასებით, ავტომობილებში ყველა იმ ტიპის საბავშვო სავარძლის სწორად დამონტაჟებაა შესაძლებელი, რომლისთვისაც ისინია გათვლილი.

სივრცის თვალსაზრისით ოჯახებისთვის განსაკუთრებით საინტერესო IM LS7-ია, რომელიც კარგად აჩვენებს, რატომ იქცა თანამედროვე ჩინური ჯიპები საოჯახო სეგმენტის ერთ-ერთ მთავარ არჩევანად. ამ SUV-ის თვლების ბაზა 3060 მმ-ია, რაც მეორე რიგში იმდენად დიდ ადგილს ტოვებს, რომ ბავშვი ფეხებით წინა სავარძლის საზურგეს ვერ სწვდება. ეს არა მხოლოდ კომფორტის, არამედ უსაფრთხოების საკითხიცაა, რადგან მკვეთრი დამუხრუჭებისას ბავშვი ტრავმებისგან არის დაცული.

IM LS7-ის საბარგულის მოცულობა 733 ლიტრს შეადგენს, რასაც წინა დამატებითი სათავსოც ემატება – ეს სივრცე სრულიად საკმარისია საბავშვო ეტლისა თუ ხანგრძლივი მოგზაურობისთვის საჭირო სხვა ნივთების განსათავსებლად. სალონის ტრანსფორმირებადი კონფიგურაციისა და „ნულოვანი გრავიტაციის" სავარძლების გამო კი შორ მანძილზე მგზავრობა მთელი ოჯახისთვის კომფორტულია.

რომელი მოდელი უნდა შეარჩიოთ, თუ საოჯახოდ ავტომობილის ყიდვას გეგმავთ

IM5 საუკეთესო არჩევანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქალაქში გადაადგილდებიან და კომფორტულ სედანს ანიჭებენ უპირატესობას – Euro NCAP-ის 5 ვარსკვლავი, ფართო სალონი და მართვის ჭკვიანი სისტემები მას სანდო საოჯახო ავტომობილად აქცევს.

IM6 კი იმ მშობლებს მოერგება, რომლებიც ე.წ. სმარტ უსაფრთხოებას ანიჭებენ უპირატესობას: ციფრული შასი, ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში და მძღოლის დამხმარე სისტემების სრული პაკეტი ამ მოდელის გამორჩეული მახასიათებლებია.

IM LS7 შესაფერისია დიდი და აქტიური ოჯახებისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ – ფართო სალონი, ტევადი საბარგული და ტრანსფორმირებადი სივრცე ყოველდღიურ თუ ხანგრძლივ მგზავრობას ერთნაირად კომფორტულს ხდის.

ახალი ავტომობილის ყიდვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის უსაფრთხოებაზეა საუბარი, დიდ ყურადღებას მოითხოვს. მანქანების ყიდვა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის მეშვეობით კი ნიშნავს, რომ ავტომობილს მწარმოებლის ქარხნული გარანტიითა და სრული მხარდაჭერით მიიღებთ. ამრიგად,და შუამავლებთან დაკავშირებული რისკები სრულად გამორიცხეთ.  შეიძინეთ ავტომობილი IM Motors-ში 

თუ გსურთ, რომ ავტომობილი ბავშვებისთვისა და დანარჩენი მგზავრებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, გვეწვიეთ ბელიაშვილის 131-ზე და ადგილზე გაეცანით თითოეულ მათგანს. დაჯავშნეთ ტესტ-დრაივი და თავად შეაფასეთ, რომელი ავტომობილი შეესაბამება საუკეთესოდ თქვენი ოჯახის საჭიროებებს.

Related News

See All