IM Motors
ქართული
თანამედროვე ელექტრომანქანები

06/29/2026

თანამედროვე ელექტრომობილები IM Motors Georgia-სგან

IM Motors Georgia-ს მთავარი მიზანია, თანამედროვე ელექტრომობილები ქართველი მძღოლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახადოს.


ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიამ ქართულ ბაზარზე სამი ისეთი მოდელი შემოიყვანა, რომელთა შორისაც ზუსტად თქვენთვის სასურველს იპოვით.

რომელი მოდელებია წარმოდგენილი IM Motors Georgia-ში?

პრემიუმ კლასის ჩინური ელექტრო სედანი IM5 სწრაფი მართვისა და მანევრირების მოყვარულებისთვის შეიქმნა. პრემიუმ კლასის სედანს 1474 მმ სიმაღლის კორპუსი აქვს, რაც მას სპორტული ავტომობილის იერს აძლევს. მოდელი ელემენტის სხვადასხვა მოცულობით გამოდის: 75 კვტ/სთ ვერსიის გარბენი 490 კმ-ია. 100 კვტ/სთ მოცულობის უკანამძრავიანი ვარიანტი 710 კმ.-ს ფარავს, სრულამძრავიანი მოდელი კი ერთი დამუხტვით 575 კმ-ს გადის.

დიდი სალონი და ტევადობა ელექტრო ჯიპის, IM LS7-ის მთავარი მახასიათებლებია. Luxe ვერსია 625 კმ.-ს გადის, Elite კომპლექტაცია კი 550 კმ-ს. ორივე ვერსიას სრული ამძრავი სისტემა აქვს და ნებისმიერ ამინდში სტაბილურად გადაადგილდება. მგზავრების კომფორტს პნევმატური დაკიდება და ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები აუმჯობესებს. ეს ტექნოლოგია სალონში ვიბრაციას ამცირებს და ადამიანის სხეულზე დატვირთვას თანაბრად ანაწილებს.

IM6 არის SUV ტიპის ავტომობილი, რომელიც მანევრირებით სედანს ჰგავს. მისი გარბენი კომპლექტაციაზეა დამოკიდებული. საბაზისო მოდელი 450 კმ.-ს გადის. 100 კვტ/სთ უკანამძრავიანი ვერსია 625 კმ.-ს ფარავს, სრულამძრავიანი ვარიანტი – 545 კმ-ს. უსაფრთხოებასა და მანევრირებას მაღალი ხარისხის სამუხრუჭე სისტემა და სპეციალური საბურავები აუმჯობესებს.

რა უპირატესობები აქვს ამ ელექტრომობილებს?

ელექტრომობილების შექმნის მთავარი მიზანი გარემოზე საზიანო გავლენის შემცირება იყო, რაც დღემდე მათ მთავარ უპირატესობად რჩება. ჰაერის დაბინძურების პრობლემის ფონზე, გამონაბოლქვის არარსებობა ბევრი მძღოლისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ეკოლოგიური ფაქტორისა, შიდაწვისძრავიან მანქანებთან შედარებით, ელექტრომობილის ფლობა ფინანსურადაც მომგებიანი და ეკონომიურია.

დანაზოგი ტექნიკური მომსახურების ხარჯებშიც გამოიხატება. ელექტროძრავას არ ესაჭიროება ზეთის, ფილტრებისა და სხვა ცვეთადი ნაწილების პერიოდული შეცვლა. ვინაიდან სისტემას ნაკლები მოძრავი დეტალი აქვს, მცირდება მათი დაზიანების რისკიც, ხოლო რეგენერაციული დამუხრუჭების დახმარებით ხუნდები დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ მდგომარეობას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კომფორტია. თანამედროვე ელექტრომობილები მუშაობს ხმაურისა და ვიბრაციის გარეშე, რაც მგზავრობას სასიამოვნოს ხდის. ელექტროძრავა მყისიერად რეაგირებს მძღოლის ბრძანებებზე, რაც ქალაქის პირობებში მანევრირებას ამარტივებს.

ელექტრომობილები საქართველოში: რატომ  არის განსაკუთრებულად ეკოლოგიური არჩევანი? 

ბევრი ადამიანი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ეკოლოგიურ ელექტრომობილებს და სვამს შეკითხვას – ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა ეს თანამედროვე ტრანსპორტი გარემოსთვის? დიახ, თანამედროვე ელექტრომობილები ჰაერს არ აბინძურებს, რადგან მათი მართვისას გამონაბოლქვი საერთოდ არ გამოიყოფა. თუმცა, მართლები არიან ის სკეპტიკოსებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მხოლოდ გამონაბოლქვის არარსებობა მანქანას ეკოლოგიურად ვერ აქცევს. თუ დენი, რომლითაც ავტომობილი იმუხტება, გარემოსთვის საზიანო მეთოდით, ქვანახშირით მიიღება, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი ვრცელდება, რაც გლობალური დათბობისა და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. ეს არგუმენტი ბევრი ქვეყნის შემთხვევაში სრულიად გამართლებულია, თუმცა არა – საქართველოში. 

ჩვენთან სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის უდიდესი წილი (75%+) ჰიდროსადგურებით, ანუ განახლებადი წყლის რესურსით მიიღება. ამ ფონზე, თანამედროვე ელექტრომობილით გადაადგილება ყველაზე ეკოლოგიურ არჩევანად მიიჩნევა, რადგან გარემოში ნამდვილად არ რჩება ნახშირბადის საზიანო კვალი.

ოფიციალური გარანტია და კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება

ავტომობილის შეძენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარანტიებს, რასაც მწარმოებელი გთავაზობთ.  IM Motors Georgia-სთან თანამშრომლობისას მომხმარებელი დაცულია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, რადგან ავტომობილებზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია ვრცელდება: ელემენტსა და ძრავებზე საგარანტიო პერიოდი 6 წელს ან 190 000 კილომეტრს მოიცავს, ხოლო სხვა ძირითადი აგრეგატების შემთხვევაში ვადა 4 წლით ან 130 000 კილომეტრით განისაზღვრება. მსგავსი პირობები ადასტურებს, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართულია და საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ელექტრომობილების ტექნიკური გამართვა სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი კვალიფიკაციას უშუალოდ მწარმოებელ ქარხნებში იმაღლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზედმიწევნით იციან თითოეული მოდელის თავისებურებები. პროგრამული განახლების, გეგმური შემოწმებისა თუ შეკეთების საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ელექტრომობილზე სერტიფიცირებული პროფესიონალები იზრუნებენ. 

იმისათვის, რომ თავად დარწმუნდეთ ამ ავტომობილების შესაძლებლობებში, ეწვიეთ IM Motors-ის შოურუმს, დაჯავშნეთ ტესტ-დრაივი და გამოცადეთ სასურველი მოდელი რეალურ პირობებში.

Related News

See All